2013-11-03

აფხაზური და ოსური კულტურის დღე - იცნობდე კულტურას...

3 ნოემბერს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური და ოსური კულტურის დღესთან დაკავშირებით  კონცერტი გაიმართება.

ღონისძიება მიზნად ისახავს აფხაზური და ოსური კულტურის პოპულარიზაციას, აფხაზური და ოსური კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდული ფოლკლორული  ანსამბლები,  ხელოვნების მოღვაწეები.

პროექტი ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით,  პარტნიორები არიან:  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა,  სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია.  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი