2017-11-04

მასწავლებელთა VI საუნივერსიტეტო კონფერენცია „უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“

4 ნოემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელთა VI საუნივერსიტეტო კონფერენცია „უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ გაიხსნება.

ღონისძიება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება.

კონფერენციის თემატიკაა - ეროვნული სასწავლო გეგმის პრაქტიკული რეალიზაციის საკითხები (პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება). კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს 5 სამუშაო ჯგუფი შემდეგ თემებზე: სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენისა და განხორციელების გზების შესახებ ხედვები; ზოგადსაგანმანათლებო სკოლაში დაწყებითი განათლების საფეხურზე სწავლების პრობლემატიკა; ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების პრობლემატიკა; ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ქართული ენის სწავლების პრობლემატიკა; ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში უცხოური ენის სწავლების პრობლემატიკა; ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების პრობლემატიკა.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.11, თსუ III კორპუსი, აუდიტორია 109


« იხ. ყველა ანონსი