2020-07-21

სამეცნიერო კონფერენცია - „სამხრეთ კავკასიის ქვეყნები - თანამედროვე გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გამოწვევები“

21 ივლისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგი მეცნიერი ექსპერტები ატარებენ სამეცნიერო კონფერენციას „სამხრეთ კავკასიის ქვეყნები - თანამედროვე გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გამოწვევები“. კონფერენციაზე განხილული იქნება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში კავკასიის რეგიონში დღეს არსებული გეოპოლიტიკური და გეოეკონოიკური საფრთხეები და გამოწვევები; კავკასიაში არსებული გეოსტრატეგიული ფონი და სამხედრო კონფლიქტების ტრანსფორმაციის ახალი მიდგომები; კონფლიქტების დარეგულირების სტრატეგიული მიდგომები კავკასიის რეგიონის მაგალითზე. ღონისძიებაზე გაიმართება დისკუსია.

სხდომას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის დიაპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები. კონფერენციას თან ახლავს ზუმ-პლატფორმა. სხდომა ჩატარდება პანდემიის ფარგლებში დადგენილი წესებისა და დისტანციური პრინციპების გათვალისწინებით.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი