2014-07-03

წიგნის „შაინის საღი აზრი გადაუდებელ აბდომინურ ქირურგიაში“ პრეზენტაცია

3 ივლისს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ცნობილი ამერიკული ბესტსელერის, ქირურგთა სამაგიდო წიგნის „შაინის საღი აზრი გადაუდებელ აბდომინურ ქირურგიაში“ პრეზენტაცია. წიგნის მთარგმნელი და პროექტის ხელმძღვანელია მედიცინის დოქტორი  თეიმურაზ ქემოკლიძე, სამეცნიერო რედაქტორია მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ კილაძე, რეცენზენტია მედიცინის დოქტორი კახაბერ კიკვიძე.

წიგნი გათვალისწინებულია როგორც პრაქტიკოსი და ახალგაზრდა ქირურგებისთვის, ასევე მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლებისთვის.  მასში დეტალურად და თანმიმდევრულად არის აღწერილი, როგორც კლასიკური და ტრადიციული, ისე თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ჩარევები და მანიპულაციები; სათანადოდ არის შეფასებული მათი როლი და მნიშვნელობა პაციენტის კომპლექსური გამოკვლევებისა და მკურნალობის დროს. მოცემულია მაღალპროფესიული, ულტრათანამედროვე რჩევები და რეკომნდაციები: თუ როგორ უნდა იმოქმედონ ექიმებმა რთულ და გაურკვეველ სიტუაციებში და იპოვონ მარტივი და ელეგანტური გამოსავალი ზოგჯერ თანამედროვე ტექნოლოლოგიების გამოყენების გარეშე, კლასიკური კლინიკური მიდგომისა და აზროვნების მეშვეობით.

წიგნი გამოსცა თსუ გამომცემლობამუცხოურ სახელმძღვანელოთა თარგმნისა და გამოცემის საუნივერსიტეტო პროგრამის ფარგლებში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი