2015-05-28

მამია დუმბაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია

28 მაისს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარდება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ მამია დუმბაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია (1915-1990).

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები თბილისიდან, ბათუმიდან, თელავიდან და ა.შ.

სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა, გარდა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეპოქისა, მოიცავს აგრეთვე მოგონებებს გამოჩენილ მეცნიერზე და მისი შემოქმედების ძირითადი მომენტების ანალიზს.

კონფერენცია 29 მაისამდე გასტანს.

მისამართი: მელიქიშვილის გამზ. 10, თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი


« იხ. ყველა ანონსი