2010-03-09

ფრანკოფონიის დღეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის (ფრანგული ფილოლოგიის  მიმართულება) პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ფრანკოფონიის ციფრულ სააგენტოსთან ერთად, ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს გამართავენ:

12 მარტს, 18:00 საათზე, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში გაიმართება ლიტერატურული საღამო: ,,კაცი, რომელიც პარიზულ წვიმას თბილისურ მზეზე ესაუბრება’’, (გიორგი ეკიზაშვილის პოეზია).

15 მარტს, 16:00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანკოფონიის ციფრულ ცენტრში გაიმართება ფრანგული პოეზიის საღამო:  ,,ვითამაშოთ ულიპოელებთან ერთად".  


  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსი, აუდიტორია №309

22 მარტს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ლიტერატურული საღამო, რომელიც ეძღვნება ბესიკ ხარანაულის პოეზიას და მისი ლექსების ფრანგული თარგმანის პრეზენტაციას.

  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  V კორპუსი, აუდიტორია №313

31 მარტს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ,,სამუელ ბეკეტის თეატრი’’.

  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  V კორპუსი, აუდიტორია №313



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი