2010-03-15

ამერიკელი მწერალი დენიელ მენაკერი სტუმრად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  17 მარტს, 14:00 საათზე ამერიკელი მწერალი, ჟურნალ “New Yorker”-ის მხატვრული ლიტერატურის ყოფილი რედაქტორი დანიელ მენაკერი  ეწვევა. ამერიკელი მწერალი თბილისში 4 დღიანი ვიზიტით მეუღლესთან, „New York Times Magazine”-ის ყოფილ რედაქტორთან ქეთრინ ბუტონთან ერთად ჩამოვა.
15-დან 19 მარტის ჩათვლით ამერიკელ მწერალს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უმასპინძლებს.  დენიელ მენაკერი ლექციებს ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის უნივერსიტეტებში ჩაატარებს. “New Yorker”-ის ყოფილი ლიტერატურული რედაქტორი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე ლექციით “თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა” წარსდგება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობამდე დენიელ მენაკერი ლექციას 15 მარტს, ქალაქ ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო  16 მარტს, ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს.
ვიზიტის დასასრულს ამერიკელი მწერალი 19 მარტს, 18:00 საათზე თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში დამსწრე საზოგადოებისთვის საჯარო დისკუსიას გამართავს.


მის: ივანე ჯავახიშვილის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, II კორპუსი, ფიზიკის დიდი აუდიტორია №212.




თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი