2010-03-17

სამეცნიერო სტიპენდია აკადემიური პერსონალისათვის

სამეცნიერო სტიპენდია კა’ფოსკარის უნივერსიტეტში (იტალია) თსუ პროფესორ–მასწავლებლებისათვის!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი 2010-2011 აკადემიური წლისთვის აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარული, ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო  და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების პროფესორ–მასწავლებლებისათვის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში  სამეცნიერო გრანტის მოსაპოვებლად. (www.unive.it)

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა იტალიური ან ინგლისური ენის  ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  • ბიოგრაფია/CV (ქართულ და იტალიურ/ინგლისურ ენებზე, 3 ეგზემპლარად)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი
  • იმ კვლევის მოკლე მიმოხილვა, რომლეზეც იმუშავებენ კა’ფოსკარის უნივერსიტეტში (ქართულ და იტალიურ/ინგლისურ ენებზე)
  • კა’ფოსკარის უნივერსიტეტში საკონტაქტო პროფესორის მონაცემები
  • ცნობა სამსახურის შესახებ თსუ ადამიანური რესურსების დეპარტამენტიდან (ქართულ ენაზე)
კანდიდატების შერჩევა მოხდება სააპლიკაციო დოკუმენტაციისა და ზეპირი გასაუბრების საფუძველზე. მიმღები უნივერსიტეტი ქართველ პროფესორებს უზრუნველყოფს საცხოვრებელი ბინითა და კვების ტალონით.

    !!! მომსახურების პაკეტში არ შედის მგზავრობის ღირებულება და ჯანმრთელობის დაზღვევა.

    განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 მარტის 12 საათი.  დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ მიიღება!!!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს;  თსუ II კორპუსი, ოთახი 154. ტელ: 25 02 12



« იხ. ყველა ანონსი