2019-05-30

თეატრ-სტუდიის Et Cetera სპექტაკლი „გოგოები+“

30 მაისს, 13.30 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართება ბავშვთა და მოზარდთა თეატრ-სტუდიის Et Cetera სპექტაკლი „გოგოები+“. სპექტაკლზე დასწრება შეეძლებათ 11+ ასაკის  საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, ასევე თანამშრომლების შვილებს.  ღონისძიების დასაწყისში დარბაზის ფოიეში  მოსწავლეებს შეხვდებიან თეატრისა და კინოს მსახიობები: მარიამ ჯოლოგუა, ნათია კვაშალი, სალომე ჭულუხაძე. შესაძლებელი იქნება მათთან გასაუბრება და სამახსოვრო ფოტოების გადაღება. საბავშვო კვირეული  27 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით. გაგრძელდება და საჯარო სკოლებისა და ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, ასევე თანამშრომლების შვილებს უმასპინძლებს.

მისამართი:  ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი