ლელა კურდღელაშვილი - თსუ-ის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” ჟურნალისტი

თსუ გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” ჟურნალისტი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. გაზეთში უძღვება იურიდიულ და სამართლის მიმართულებას. ამავე დროს, საზოგადოებრივ რადიოში არის ყოველკვირეული გადაცემის "გენდერი და პოლიტიკის” ავტორი და წამყვანი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა: საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის დილის გადაცემის "ალიონისა” და ტელეკომპანია "კავკასიის” საინფორმაციო სამსახურის წამყვანად და ჟურნალისტად; იყო ავტორი და წამყვანი სატელევიზიო პროექტის "ჩვენი სამართალი”, რადიოგადაცემის "დღის სტუმარი ლელა კურდღელაშვილთან ერთად” ("რადიოქალაქი”), თანამშრომლობდა გაზეთებში: "ახალი 7 დღე”, "რეზონანსი”, პორტალი "for.ge”.