მაია ტორაძე - მთავარი სპეციალისტი

თსუ გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" მთავარი სპეციალისტი maia.toradze@tsu.ge

1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
1998 წელს ჩააბარა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრის ასპირანტურაში.
2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: `თანამედროვე ქართული პრესა და არჩევნების პრობლემა (ჟურნალისტური ასპექტები)~ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
მუშაობდა სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემაში. იყო გაზეთ `ქართველი ერის~ რედაქტორის მოადგილე, გაზეთ `კავკასიონის~ პასუხისმგებელი რედაქტორი, გაზეთ `აქცენტის~ რედაქტორი.ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. 2006 წლიდან  იყო  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, ხოლო  2012 წლიდან -  ასოცირებული პროფესორია.
 2006 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ `თბილისის უნივერსიტეტის~ მთავარი სპეციალისტი.
 მონაწილეობდა რამდენიმე საერთაშორისო პროექტში. არის 7 სამეცნიერო შრომის ავტორი. 2 წიგნის და 3 პუბლიცისტური კრებულის თანაავტორი.
ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. 2006 წლიდან  იყო  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, ხოლო  2012 წლიდან -  ასოცირებული პროფესორია.