მიშელ რამიშვილის კოლექცია

2015-2016 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის ნოე რამიშვილის შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოსცა მასთან დაცული უმნიშვნელოვანესი არქივი, რომლის მოცულობაც 3 000 საბიბლიოთეკო ერთეულს აღემატება.  კოლექციაში დაცულია ნოე რამიშვილის ქართული, ფრანგული და რუსული პასპორტები, სხვადასხვა სახის დოკუმენტები, ფოტოები და წერილები. კოლექციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს აკაკი რამიშვილის მიერ ბრიტანული არქივებიდან მოპოვებული დოკუმენტების ასლები.

გამოქვეყნების თარიღი:2017-09-21 15:00:26