შოთა მესხიას კოლექცია


      2013 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კიდევ ერთი კოლექცია შეემატა - გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის შოთა მესხიას (1916-1972) პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 1670 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის და შედგება ძირითადად ისტორიულ-ქართველოლოგიური შინაარსის სამეცნიერო ლიტერატურისგან. უნიკალური გამოცემები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში ინახება.