ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში გამორჩეული ადგილი უჭირავს ცნობილი ქართველი ქიმიკოსისა და საზოგადო მოღვაწის პეტრე მელიქიშვილის (1850-1927) პირად ბიბლიოთეკას, რომელიც 1087 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის და შედგება ძირითადად უცხოენოვანი ლიტერატურისაგან. უნიკალური გამოცემები ქრონოლოგიურად 1848-1916 წლებს მოიცავს. ყველაზე ძველი წიგნი ჰაიდელბერგში გამოცემული სამტომეულია: ,,G. Mელინ “ჰანდბუცჰ დერ ორგანისცჰენ…”. მეცნიერის პირადი კოლექცია პეტრე მელიქიშვილის გარდაცვალების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მისმა მოწაფემ ნინო ციციშვილმა გადასცა.