ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში ინახება გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, ისტორიკოსისა და ფილოლოგის ალექსანდრე ცაგარლის (1844-1929) პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 1675 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის და შედგება ძირითადად ისტორიული ხასიათის უცხოური ლიტერატურისაგან. უნიკალური გამოცემები ქრონოლოგიურად 1763-1917 წლებს მოიცავს.