აკაკი შანიძის კოლექცია

 2015 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კიდევ ერთი კოლექცია შეემატა. გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის აკაკი შანიძის (1887-1987) შვილმა ლელა შანიძემ მამის პირადი ბიბლიოთეკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოსცა.
 აკაკი შანიძის კოლექცია 1140 დასახელების 2030 საბიბლიოთეკო ერთეულისაგან შედგება. მასში გაერთიანებულია როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი სამეცნიერო მიმართულების ლიტერატურა.
ელექტრონული ვერისა
გამოქვეყნების თარიღი:2017-09-21 14:47:47