დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობის სფეროა ფინანსური რესურსების
ეფექტური მართვის საფუძველზე უნივერსიტეტის სტუდენტებს და პერსონალს
შეუქმნას სწავლის, შრომისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ნორმალური
პირობები; აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის
აღრიცხვა-ანგარიშგება.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
ბ) უნივერსიტეტის სისტემაში ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების
ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ბუღალტრული ანგარიშგების საფუძველზე სისტემის
ფინანსური მდგომარეობის კომპლექსური და ოპერატიული ანალიზი, უნივერსიტეტში
ფინანსური პოლიტიკის, პროცედურების, ნორმების, წესების შემუშავება და
განახლება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზაცია და შესყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი;
დ) ძირითადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების და ძირითადი კაპიტალდაბანდებების აღრიცხვის უზრუნველყოფა;
ე) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის
უზრუნველყოფის მიზნით ქონებისა და საფინანსო ვალდებულებათა
ინვენტარიზაციის ჩატარება;
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია;
ბ) ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
გ) აღრიცხვა-ანგარიშგების მონიტორინგი;
დ) საბიუჯეტო პროცესის რეგულირებისათვის წინადადებების შემუშავება,
რომლებიც განსაზღვრავს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის, განხილვის,
დამტკიცებისა და შესრულებაზე მონიტორინგის საერთო პრინციპებს და საბიუჯეტო
უფლებამოსილებათა გამიჯვნა-განაწილების ფორმებს;
ე) უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და წარდგენა
ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის, შემდგომში წარმომადგენლობით საბჭოზე
დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით;
ვ) წლის პირველი ნახევრის შედეგებიდან კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის მომზადება;
ზ) საბიუჯეტო მაჩვენებლების შესრულების სისტემატური ზედამხედველობა;
თ) საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის სახელით დასადები ხელშეკრულებების მომზადება;
კ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტის მომზადება,
ხელშეკრულებების შესრულების მომდინარეობის ამსახველი პერიოდული
დოკუმანტაციის წარმოება.
CALENDAR