- მონაწილეობს შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვის პროცესში: მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნების დადგენა, შესყიდვის მეთოდის შერჩევა;
- თანამშრომლობს სატენდერო კომისიასთან სატენდერო კომისიის აპარატის წევრის კომპეტენციის ფარგლებში: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას, ადგენს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებს, გასცემს და იბარებს სატენდერო დოკუმენტაციას;
- მონაწილეობს წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის პროცესში;
- თსუ დაფინანსების წყაროების მიხედვით ადგენს ყოველკვარტალურ ანგარიშებს: ,,დანართი 4“-ისა და ,,დანართი 5“-ის სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;
- კოორდინაციას უწევს და ამზადებს მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული შესყიდვების ხელშეკრულებების ასლების მომზადებას;
- თანამშრომლობს თსუ ინსპექტირების ჯგუფთან და სისტემატურ ინფორმაციას აწვდის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელშეკრულებების მიმდინარეობის შესახებ;
- შემოსული წერილების საფუძველზე უზრუნველყოფს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებების მომზადებას;
- აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემებზე დაყრდნობით საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებულ შესყიდვებზე აწარმოებს საკასო მონაცემების მოგროვებას და კონტროლს უწევს მონეტარული ზღვრებს;
CALENDAR