CALENDAR

  • კოორდინაციას უწევს შესყიდვების განყოფილების საქმიანობას, ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და ერთდროულ დავალებებს;
  • ორგანიზებას უწევს დაფინანსების წყაროების მიხედვით თსუ შესყიდვების გეგმის შედგენის და კორექტირების პროცესს;
  • განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვის პროცესს: მონეტარული ზღვრების დადგენას, შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნების დადგენას, შესყიდვის მეთოდის შერჩევას;
  • ორგანიზებას უწევს კვარტალური და ხელშეკრულებების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის პროცესს;
  • უზრუნველყოფს სატენდერო პროცედურების წარმართვას და კონტროლს უწევს მომზადებული და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის პროცესს;
  • ორგანიზებას უწევს ფასთა კოტირების პროცედურების წარმართვას და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადებას;
  • შემოსული წერილების საფუძველზე უზრუნველყოფს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებების მომზადებას;
  • მონაწილეობს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით მიმწოდებლების შერჩევაში და უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადებას;
  • ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან საქმიან მიმოწერას;
  • ახორციელებს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობას განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში და თანამშრომლობს თსუ იურიდიულ დეპარტამენტთან და ინსპექტირების ჯგუფთან;
  • ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადებთან დაკავშირებით, ,,დამატებითი შეთანხმებების” შედგენას;
  • თანხების ავანსად-წინასწარ გადარიცხვის შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საგარანტიო წერილების წარმოდგენას;
  • ორგანიზებას უწევს წერილობითი ნებართვების მოპოვების პროცესს მრავალწლიანი და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შესყიდვებზე;
  • მონაწილეობს სატენდერო და უნივერსიტეტის სხვა კომისიების მუშაობაში;