CALENDAR

შესყიდვების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) თსუ-ში შესყიდვების პროცედურების წარმართვა:
ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება, დაფინანსების წყაროების მიხედვით და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
გ) შესყიდვების წინამოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა, შესყიდვების ობიექტების ერგვაროვნებისა და მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყივის მეთოდის შერჩევა.
დ) სატენდერო და ფასთა კოტირების პროცედურების მომზადების უზრუნველყოფა.
ე) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების მომზადება;
ვ) კვარტალური ანგარიშების შედგენა და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, მომწოდებლების შერჩევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;
თ) მომწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება, (დაართი 5-ის შესაბამისად) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;
ი) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების სრულყოფისა და უკეთ წარმართვის მიზნით, შესაბამის სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა;