CALENDAR

  • ამზადებს თსუ ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების შესაბამისი მუხლების პროგნოზირებასა და ანალიზისათვის ამოსავალ ინფორმაციას;
  • მონაწილეობს თსუ სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით ბიუჯეტის პროექტის წინადადებების შეგროვებაში, ამზადებს მასალებს ბიუჯეტის პროექტის წინადადებების შემუშავებისათვის;
  • აწარმოებს დამტკიცებული ბიუჯეტის საბიუჯეტო მაჩვენებლების მიხედვით მონაცემების შეგროვებას ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანალიზისათვის;
  • ახორციელებს ადმინისტრაციის, ფაკულტეტების პერსონალის და სტუდენტების სამივლინებო ხარჯთაღრიცხვის გაანგარიშებას და ბრძანების პროექტის მომზადებას;
  • ამზადებს და წარადგენს მასალებს ბიუჯეტის შესაბამისი მუხლების შესრულების შესახებ ფაკულტეტების და სტრუქტურული ერთეულების მიხედვით წლიური ანგარიშისათვის;