CALENDAR

  • კოორდინაციას უწევს საგეგმო-საფინანსო საქმიანობას, ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და ერთდროულ დავალებებს;
  • ორგანიზაციას უწევს თსუ ბიუჯეტის პროექტის შედგენის, შესრულების და კორექტირების პროცესს;
  • აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემებზე დაყრდნობით, განყოფილების პერსონალთან ერთად ახორციელებს დამტკიცებული საბიუჯეტო მაჩვენებლების შესრულების ყოველთვიურ და ყოველკვარტალურ ანალიზს, აფასებს მდგომარეობას და სათანადო დასკვნებს წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას;
  • საჭირეობის შემთხვევაში ორგანიზაციას უწევს დამტკიცებულ ბიუჯეტში კორექტივების შეტანის პროექტის მომზადებას;
  • ამზადებს და წარადგენს წლიურ ანგარიშს ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
  • კონსულტაციებს უწევს სხვა სტრუქტურულ ერთეულებს განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, განიხილავს და რეაგირებას ახდენს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ კორესპონდენციაზე;
  • ორგანიზაციას უწევს კვარტალური, წლიური და ერთჯერადი სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში დროულად წარდგენას;
  • ახორციელებს მონიტორინგს ეროვნული და უცხოური გრანტების დამტკიცებულ ხარჯთაღრიცხვებსა და წარმოდგენილ ანგარიშებზე;
  • მონაწილეობს სატენდერო, საინვენტარიზაციო, სასტიპენდიო, სახელფასო დანამატების და სხვა საუნივერსიტეტო კომისიების მუშაობაში;