CALENDAR

  • ახორციელებს თსუ ბიუჯეტის შემოსავლების წყაროებისა და ფაკულტეტების მიხედვით პროგნოზსა და ანალიზს;
  • ახორციელებს თსუ ბიუჯეტის ცალკეული მუხლების და ფაკულტეტების მიხედვით ხარჯების პროგნოზსა და ანალიზს;
  • უზრუნველყოფს თსუ სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით ბიუჯეტის პროექტის წინადადებების შეგროვებას, მათ ანალიზს, შეჯერებას და ბიუჯეტის პროექტის წინადადებების მომზადებას;
  • აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემებზე დაყრდნობით აწარმოებს დამტკიცებული ბიუჯეტის საბიუჯეტო მაჩვენებლების მიხედვით მონაცემების შეგროვებას, შესრულების ყოველთვიურ და ყოველკვარტალურ ანალიზს, აფასებს მდგომარეობას და წარმოადგენს სათანადო შეფასებებს;
  • საჭირეობის შემთხვევაში ახორციელებს დამტკიცებულ ბიუჯეტის მუხლებში ცვლილების პროექტის მომზადებას;
  • ეწევა საშტატო განრიგთან, სტუდენტების სასწავლო გრანტებთან, მიზნობრივ პროგრამებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ხელშეკრულებების დროულად გაფორმებაზე მეთვალყურეობას და შესრულების მონიტორინგს;
  • ფაკულტეტების წარდგინების საფუძველზე აწარმოებს სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული სასწავლო-საველე პრაქტიკებისა და ექსპედიციების ხარჯთაღრიცხვის შედგენას, დოკუმენტაციის გაფორმებას და ხარჯებზე მონიტორინგს;
  • შეისწავლის სტუდენტების მიერ ზედმეტად გადახდილი სწავლის საფასურის უკან დაბრუნებაზე, ერთი სემესტრიდან მეორე სემესტრში თანხის გადატანაზე შემოსულ წერილებს და სასწავლო დეპარტამენტთან ერთად ამზადებს ბრძანების პროექტს სტუდენტთა ბაზაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე;
  • გაერთიანებულ სატელეფონო კომპანიასთან და ჯეოსელთან კოორდინაციაში ახორციელებს უნივერსიტეტის სატელეფონო ნომრებზე დაწესებული ლიმიტების სწორ ხარჯვასა და დავალიანებებზე მონიტორინგს;
  • ფაკულტეტების წარდგინების საფუძველზე ახორციელებს სტუდენტთა წახალისებისათვის ბრძანების პროექტის მომზადებას და ეწევა ბიუჯეტში შესაბამისი ფონდების მიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგს;
  • ახორციელებს თსუ ენების ცენტრისა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის მსმენელებთან ხელშეკრულებების გაფორმების, მათი შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგს;
  • ამზადებს და წარადგენს წლიურ ანგარიშს ბიუჯეტის შესაბამისი მუხლების შესრულების შესახებ ფაკულტეტების და სტრუქტურული ერთეულების მიხედვით;
  • ახორციელებს ეროვნული და უცხოური გრანტების დამტკიცებულ ხარჯთაღრიცხვებსა და წარმოდგენილ ანგარიშებზე მონიტორინგს;
  • უზრუნველყოფს საგრანტო პროექტების ხელშეკრულებების გაფორმებას და მათ საფინანსო დოკუმენტაციით მომსახურებას;
  • ამზადებს და წარადგენს ყოველკვარტალურ ფინანსურ ანგარიშს საგრანტო პროექტების ხარჯთაღრიცხვის შესახებ;
  • მონაწილეობს კვარტალური, წლიური და ერთჯერადი სტატისტიკური ანგარიშების მომზადებასა და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში წარსადგენად მომზადებაში;