CALENDAR

საგეგმო-საფინანსო განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) თსუ-ს ბიუჯეტის პროექტის შედგენის, კორექტირებისა და შესრულების უზრუნველყოფა;
ბ) ფინანსური რესურსების კვლევებისა და პროგნოზირების წარმართვა;
გ) საგეგმო-საფინანსო სფეროში არსებული ფისკალური და სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;
დ) დამტკიცებული საბიუჯეტო მაჩვენებლების შესრულების ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანალიზი;
ე) ეროვნული და უცხოური გრანტების ხარჯთაღრიცხვების და ანგარიშების მონიტორინიგი;
ვ) საბიუჯეტო პროცესის სრულყოფის მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების გამოცდილების შესწავლა და მათი დანერგვის ორგანიზირება.