CALENDAR

აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) თსუ-ს ფულადი სახსრების დროული და შეუფერხებელი მოძრაობის, აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების უზრუნველყოფა;
ბ) ხელფასებისა და სტიპენდიების დარიცხვა და გაცემა;
გ) სამივლინებო და საქვეანგარიშო თანხების გაცემა და მოთხოვნების დახურვა;
დ) სალაროს ოპერაციების განხორციელება და აღრიცხვა; სალაროს მოულოდნელი ინვენტარიზაცია და ინვენტარიზაციის შედეგების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან;
ე) საბანკო ოპერაციების განხორციელება და აღრიცხვა;
ვ) ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი საგნების სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა; Mმატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან;
ზ) სასაწყობო მეურნეობის სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა; მასალების ჩამოწერა და ხარჯად აღიარება. საწყობის ინვენტარიზაცია და ფაქტიური მონაცემების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან;
თ) დებიტორ/კრედიტორების ანალიზური აღრიცხვა;
ი) საგადასახადო ინსპექციაში წარსადგენი დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
კ) ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა;
ლ) ზემოაღნიშნული ოპერაციების ყოველთვიური დამუშავება და მემორიალური ორდერების მომზადება;
მ) ჟურნალ-მთავარის წარმოება მემორიალური ორდერების საფუძველზე. კვარტალური ბალანსისა და ბალანსის დანართების (ფ.2; ფ.3; ფ.4-1; ფ.4; ფ.5)
შედგენა და განათლების სამინისტროში წარდგენა;
ნ) წლიური ეკონომიკური შემოსავლებისა და ხარჯების გაანგარიშების დეკლარაციის შედგენა და წარდგენა საგადასახადო ინსპექციაში.