CALENDAR

თსუ–ს სტუდენტთა და თანამსრომელთა მივლინებისათვის საჭირო დუკუმენტების ნუსხა:
ა) განცხადება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე მივლინების მიზნის და ვადების მითითებით;
ბ) საზღვარგარეთ მივლინების შემთხვევაში, მოწვევის დედანი და თარგმანი ქართულ ენაზე, ხელმოწერილი მთარგმენლის ან განმცხადებლის მიერ;
გ) სარეგისტრაციო და სავიზო მოსაკრებლების და მგზავრობის დაზღვევის
  ქვითარი, ან მოთხოვნა მათი  გადარიცხვის (ინვოისი) შესახებ;
დ) საზღვარგარეთ, ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას, (ლოკალური ხარჯი), განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მარშუტის და ტრანსპორტის სახეობის დასახელება. მივლინების დასრულებისას აუცილებელია მგზავრობის საფასურის დამადასტურებელი ბილეთების (სასტუმროს ქვითრის) წარმოდგენა პიროვნების სახელისა და გვარის მითითებით.
ე) მივლინების დასრულების შემდგომ მივლინებაში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული ყველა საბუთი უნდა წარედგინოს ბუღალტერიას;

სამეცნიერო გრანტებში მონაწილე პორთათვის მივლინების, შესყიდვების, შრომითი ხელშეკრლებების გაფორმებისათვის საჭირო დოკუემტების ნუსხა:

მივლინების შემთხვევაში
ა) გრანტის მონაწილის განცხადება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე, საგრანტო ხელშეკრულების ნომრის მითითებით, გრანტის ხელმძღვანელის ან მენეჯერის დასტურით თანხის გამოყოფის შესახებ. ასევე მივლინების მიზნისა და ვადების მითითებით;
ბ) საზღვარგარეთ მივლინების შემთხვევაში, მოწვევის დედანი და თარგმანი ქართულ ენაზე, ხელმოწერილი მთარგმენლის ან განმცხადებლის მიერ;
გ) სარეგისტრაციო და სავიზო მოსაკრებლების და მგზავრობის დაზღვევის ქვითარი, ან მოთხოვნა მათი  გადარიცხვის (ინვოისი) შესახებ;
დ) საზღვარგარეთ, ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას, (ლოკალური ხარჯი), განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მარშუტის და ტრანსპორტის სახეობის დასახელება. მივლინების დასრულებისას აუცილებელია მგზავრობის საფასურის დამადასტურებელი ბილეთების (სასტუმროს ქვითრის) წარმოდგენა პიროვნების სახელისა და გვარის მითითებით.
ე) მივლინების დასრულების შემდგომ მივლინებაში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული ყველა საბუთი უნდა წარედგინოს ბუღალტერიას;

მომსახურეობის ან საქონლის შესყიდვის შემთხვევაში
გრანტის ხელმძღვანელის ან მენეჯერის განცხადება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე, საგრანტო ხელშეკრულების ნომრის მითითებით, სადაც მითითებული უნდა იყოს შესასყიდი მომსახურეობის დაწვრილებითი აღწერა (ფიზიკური პირისაგან მომსახურეობის მიღების შემთხვევაში, მისი პირადობის მოწმობის ასლი) ან შესასყიდი საქონლის კონკრეტული ჩამონათვალი, შესაბამისი ინვოისის წარმოდგენით.

3)    შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების შემთხვევაში
ა)    გრანტში მონაწილეობის კანდიდატის განცხადება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე საგრანტო ხელშეკრულების ნომრის მითითებით, გრანტის ხელმძღვანელის ან მენეჯერის დასტური, ვადებისა და ხელფასის ოდენობის მითითებით;
ბ)  გრანტში მონაწილეობის კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი;

4)  შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში
გრანტის მონაწილის განცხადება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე საგრანტო ხელშეკრულების ნომრის მითითებით და გრანტის ხელმძღვანელის ან მენეჯერის თანხმობით, ვადის მითითებით;


სტუდენტებისათვის, მათ მიერ ზედმეტად გადახდილი სწავლის საფასურის, თანხის მომდევნო სემესტრში გადატანის და ნაწილ–ნაწილ გადახდისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა:

ა) სტუდენტის განცხადება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე.
ბ) ცნობა სტუდენტის მიერ გადახდილი თანხების შესახებ (თსუ-ს სალაროდან ან ბანკიდან).