2015-03-04

2015 წლის დასაქმების ფორუმი

დასაქმების სააგენტო ”ეიჩარი” მე-3  და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს იწვევს 2015 წლის დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.

ღონისძიება ჩატარდება თბილისში, 2015 წლის 1 მაისს.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი დიდი და საშუალო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები სტუდენტებს პირისპირ გაესაუბრებიან და აპლიკანტებს საშუალება მიეცემათ წარადგინონ საკუთარი თავი.

დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“ ქმნის ბაზას და აწვდის მას კომპანიებს, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება გამოცხადებული ახალი პოზიციების შესავსებად.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გააგზავნოთ ელ-ფოსტაზე: cvjobfair@hr.ge (cc-ში მიუთითეთ career@tsu.ge).

სააპლიკაციო ფორმების მისაღებად მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე career@tsu.ge და გამოგიგზავნით.სააპლიკაციო ფორმას მიიღებთ ინგლისურ ან ქართულ ენაზე სურვილისამებრ.
სტუდენტებს ასევე შეუძლიათ ავტომატურ რეჟიმში  დარეგისტრირდნენ საიტზე და შეავსონ ონლაინ აპლიკაცია დასაქმების ფორუმისათვის, რომელიც ვაკანსიის სახით დაიდება ვებ-საიტზე - www.hr.ge  

აპლიკაციების  გამოგზავნის საბოლოო ვადაა 17 აპრილი.

გისურვებთ წარმატებებს !

Print

« იხ. ყველა სიახლე