2018-02-23

სტაჟირება, BDO

აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO აცხადებს 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას საგადასახადო აუდიტის განყოფილებაში ასისტენტის პოზიციაზე.

სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კადრი დასაქმდება კომპანიაში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 03.03.2018

ფუნქცია/მოვალეობები:
• საგადასახადო კონსულტანტის დახმარება პროექტის წარმართვაში;
• პროექტებში მონაწილეობის მიღება;
• თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება;
• საგადასახადო კანონმდებლობაზე მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში, სასურველია ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის ან ბუღალტერიის სპეციალობით, (დამამთავრებელი კურსი ან/და კურსდამთავრებულები);
• ინგლისური ენის ცოდნა;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
• ორგანიზატორული ნიჭი;
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• გამართულად მსჯელობის, წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ასისტენტი/სტაჟიორი - საგადასახადო განყოფილებაში“.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ჩვენს ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით, რათა სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. გთხოვთ, მოგვწეროთ, თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობას.

Print

« იხ. ყველა სიახლე