2020-02-07

კომპანია ბიდიო აცხადებს IT მხარდაჭერის ადმინისტრატორის ვაკანსიას

კომპანია ბიდიო აცხადებს  IT მხარდაჭერის ადმინისტრატორის ვაკანსიას

„ბიდიო” არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 167 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში წამყვანი მე-3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი
IT მხარდაჭერის ადმინისტრატორი


ფუნქცია/მოვალეობები

IT განყოფილებაში დაფიქსრებულ შემოსულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება
დარეგისტრირებული მოთხოვნების გადამისამართება შესაბამის ჯგუფზე/პირებზე
დარეგისტრირებული მოთხოვნის შესრულების მონიტორინგი და უკუკავშირი თანამშრომლებთან
კომპანიის მასშტაბით სხვადასხვა IT  ერთეულებთან თანამშრომლობა


მოთხოვნები:

სრული ან არასრული  განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
სასურველია მხარდაჭერის სტანდარტების ბაზისების ცოდნა
სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
ინგლისური ენის ცოდნა (წერითი უნარები)
ქართულ ეენაზე გამართულად წერა და მეტყველება


პიროვნული თვისებები:

ორგანიზებული
კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
დროის ეფექტურად მართვის უნარი
პუნქტუალური
გაწონასწორებული
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ეფექტური კომუნიკაციის უნარი




დამატებითი ბენეფიტები:

კომპანიაში გექნებათ შესაძლებლობა შეისწავლოთ თანამედროვე ტექნიკური მხარდაჭერისა და სერვისის დესკის მართვის პრინციპები.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „IT მხარდაჭერის ადმინისტრატორი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17/02/2020



გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

Print

« იხ. ყველა სიახლე