2018-03-22

ანაზღაურებადი სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში, მისო „ევროკრედიტი“

მისო „ევროკრედიტი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში (ბუღალტერია) და საოპერაციო დეპარტამენტში სპეციალისტის პოზიციაზე.

წარმატებული სტაჟიორებზე გაიცემა რეკომენდაციები და განიხილება მათი დასაქმება.
მისო ევროკრედიტი მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც თითოეულ თანამშრომელს აძლევს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას. ასევე, სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და დამატებით ბენეფიტებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 აპრილი.

სამუშაოს აღწერა:
• კომპანიაში არსებულ პროგრამასთან მუშაობა;
• მონაცემთა ბაზებთან მუშაობა; 
• ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის შეყვანა და სრულყოფა;
• მონაცემების ბაზაში ინფორმაციის მუდმივი განახლება.

საკვალფიკაციო მოთხოვნები:
• უპირატესობა მიენიჭება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან/და ახლად კურსდამთავრებულებს ეკონომიკის მიმართულებით (ფინანსები, აღრიცხვა, საბანკო საქმე);
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
• დამატებითი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• დეტალებზე და ხარისხზე ორიენტირებულობა;
• აქტიური, სხარტი, პუნქტუალური;
• გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge; 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „ანაზღაურებადი სტაჟირება“.

Print

« იხ. ყველა სიახლე