2018-03-05

სტაჟირება, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური

ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური აცხადებს სტაჟირებას იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3, 4 კურსის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის!
განაცხადების მიღების ვადა: 15.03.2018

პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების და სრულყოფის მიზნით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (saras.gov.ge) დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სამთვიან პრაქტიკას იურიდიული მიმართულებით აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტში.

სამსახურის შესახებ: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას. სამსახური ჩამოყალიბდა 2016 წლის 25 ივნისს და მას ხელმძღვანელობენ საერთაშორისო გამოცდილებისა და რანგის ექსპერტები, ისეთი კვალიფიკაციით როგორიცაა ბრიტანული ACCA, ამერიკული CFA და CPA.

პრაქტიკის შესახებ: პრაქტიკანტს საშუალება ექნება იმუშაოს უშუალოდ დეპარტამენტის იურისტებთან და განახორციელოს სამართლებრივი კვლევები, მონაწილეობა მიიღოს სამსახურის უფროსის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, ევროკავშირის დირექტივების შესწავლასა და ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანაში, სამსახურის სისტემაში შემოსული განცხადებების/წერილების განხილვაში, ასევე, გაიცნოს რეფორმის პროცესში ჩართული დინამიური ახალგაზრდა გუნდი.

მოთხოვნები : 
• იურიდიული ფაკულტეტის მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
•შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანება, აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებითი პირობების და სადაზღვევო თანხის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 17 ოქტომბრის N12 ბრძანება.
• ინგლისური ენის ცოდნა; 
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (აუცილებელია, Microsoft office Word, Internet/ Web Browser) უნარ-ჩვევები: 
o დეტალებზე ორიენტირებულობა 
o ანალიზის უნარი 
o ადაპტაციის უნარი 
o კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი 
o გუნდური მუშაობის უნარი 
o მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა 
o მიზანდასახულობა 
o კრეატიულობა.

კანდიდატების შერჩევა ჩატარდება 2 ეტაპად: 
1.განაცხადების გადარჩევა; (იხ. სააპლიკაციო ფორმა - 
https://goo.gl/forms/T7bNRigcEoBog7FC2 )
2.გასაუბრება;
საჭიროების შემთხვევაში, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (პირველი-მე-4 მუხლების, მე-10-27-ე მუხლების ჩათვლით) შესახებ პრეზენტაციის ჩატარება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (cv) მისამართზე: T.Tsulaia@saras.gov.ge არაუგვიანეს 2018 წლის 15 მარტისა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სამსახურის ვებ-გვერდს:https://www.saras.gov.ge/

Print

« იხ. ყველა სიახლე