2020-02-05

აი პი ემ კვლევები (IPM) აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.



აი პი ემ კვლევები (IPM) აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.

"IPM Market Intelligence Caucasus" წარმოადგენს მარკეტინგული კვლევების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს 1995 წლიდან. 2019 წელს IPM ჯგუფში აგრეთვე შევიდა მარკეტინგული კვლევების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსი. IPM ჯგუფი პარტნიორებს სთავაზობს მსოფლიოს უმსხვილესი კვლევითი კომპანიების თანამედროვე, ვალიდიზირებულ კვლევით მიდგომებსა და კონსულტაციას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს http://ipm.ge/ ან გამოიწერეთ ფეისბუქ გვერდი http://bit.ly/2V6INul 
 
მოვალეობები და ვალდებულებები:

• მონაცემთა ლოგიკური კონტროლი
• მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი
• მონაცემთა ვიზუალიზაცია
 
ძირითადი მოთხოვნები
განათლება და ცოდნა

• უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მათემატიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
• სტატისტიკისა და ალბათობის თეორიის საფუძვლების კარგი ცოდნა
• პროგრამების MS Excel და MS Access   ცოდნა მაღალ დონეზე
• SPSS, STATA ან სხვა სტატისტიკურ პაკეტებთან მუშაობის გამოცდილება
• პროგრამირების გამოცდილება (ნებისმიერ ენაზე)
• ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე
უპირატესობად ჩაითვლება:
• პრაქტიკული გამოცდილება Data Mining ის მიმართულებით
• მონაცემთა მეცნიერების  (Data Science) კურსების სერთიფიკატი  ონლაინ სწავლების პლატფორმაზე
 
უნარები და პიროვნული მახასიათებლები

• მონაცემთა დამუშავების უნარ-ჩვევები
• ანალიტიკური აზროვნების უნარი
• გუნდური მუშაობის უნარი
• ბიზნესის განვითარებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებულობა;
• სტრესულ სიტუაციაში  მუშაობის უნარი
• მიზანდასახულობა
 
IPM გთავაზობთ
• კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
• წლის ბოლოს დამატებით ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოს მიხედვით
• პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
• სოციალურ პაკეტს - დაზღვევას
 
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე  analytics@thestream.ge  არაუგვიანეს 2020 წლის 10 თებერვლისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
 

Print

« იხ. ყველა სიახლე