2017-12-25

რეკრუტინგის ასისტენტი - სტაჟირება. სს საქართველოს ბანკი

რეკრუტინგის ასისტენტი - სტაჟირების პროგრამა საქართველოს ბანკში, ბიზნეს ადმინისტრირების/ფსიქოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტების, მაგისტრებისა და და კურსდამთავრებულებისთვის.
განაცხადების მიღების ვადაა 09.01.2018

პროგრამის მიმოხილვა:

ადამიანური კაპიტალის მართვის(HCM)რეკრუტინგის ასისტენტის სტაჟირების პროგრამა საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ პერსონალის მართვის სხვადასხვა მიმართულებებს, უშუალოდ ჩაერთოთ და მიიღოთ მონაწილეობა ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის პროცესებში.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, შედეგსა და გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს, ვინც დაინტერესებულია მოწინავე HCM
სისტემების გაცნობით და ამ გზით უნიკალური გამოცდილების შეძენით.

პროგრამა მოიცავს 4 თვიან სტაჟირებას და გულისხმობს, როგორც საფუძვლიანი ცოდნის, ასევე გამოცდილების შეძენას, რაც HCM
სფეროში შემდგომი ეფექტური საქმიანობის საწინდარია.

თუ გსურთ გახდეთ წარმატებული ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, დაიწყეთ თქვენი კარიერა ჩვენი სტაჟირების პროგრამ ით!

პროგრამის აღწერა:

სტაჟირების განმავლობაში გაეცნობით და უშუალოდ მიიღებთ მონაწილეობას ბანკის პერსონალის შერჩევის პროცესებში.

სტაჟირების დასასრულს შეიძენთ საფუძვლიან ცოდნას და მნიშვნელოვან გამოცდილებას ისეთი საკითხების შესახებ, როგორიც არის: ვაკანსიის დაკვეთა, გამოცხადება, საკონკურსო პროცედურის ეტაპები და კონკურსის ორგანიზება, აპლიკანტებთან კომუნიკაცია, პერსონალის დაქირავება და სხვა.

სტაჟირების განმავლობაში თქვენგან მოველით პროგრამის სრული რესურსის გამოყენებას, რაც დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ თქვენი ძლიერი მხარეები და მიმართულებები შემდგომი განვითარებისთვის.

პროგრამის მოთხოვნები:

• მე-4-ე კურსის და მაგისტრატურის სტუდენტები, ახალ კურსდამთავრებულები.
სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო ფსიქოლოგიის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება;
• კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები;
• საქმიანი მიმოწერის წარმოების უნარი;
• MS Office ცოდნა ძალიან კარგად;
• ენების ცოდნა: ქართული თავისუფლად, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა კარგად;
• დაგეგმვის უნარი - შესასრულებელი ამოცანების განსაზღვრა და დროში სწორად გადანაწილება;
• კეთილგანწყობა, ყურადღების გამოხატვა, დახმარების მზაობა;
• კონფიდენციალურობის დაცვის და საქმიანი სამუშაო გარემოს შექმნის უნარი;
• დატვირთულ და მცირე დროის პირობებში მუშაობის უნარი, სტრესისადმი გამძლეობა;
• ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე და სიზუსტე;
• სხარტი, ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი;
• სწავლისა და განვითარების სურვილი, მოტივაცია, ინიციატივა.

როგორ გამოვაგზავნოთ რეზიუმე:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება ზემოთ აღწერილ პროგრამას და გსურთ გახდეთ „საქართველოს ბანკის“ ადამიანური კაპიტალის მართვის (HCM) რეკრუტინგის ასისტენტის სტაჟირების პროგრამის მონაწილე, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე HCMintern@bog.ge.

სტაჟირების დაწყების პერიოდია თებერვალი, 2018 წ.

Print

« იხ. ყველა სიახლე