2017-12-20

ვაკანსია გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე

"პალიტრა მედია ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე (კურსდამთავრებულებისთვის ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის).

ჰოლდინგის ძირითადი მიმართულებებია: განათლება, წარმოება, მედია, წიგნების მაღაზიათა ქსელი, სტამბა და ელ-კომერცია.

განაცხადის მიღების ვადაა 29.12.2017.

მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
** ახალი კლიენტების მოზიდვა და მათთვის პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** მუდმივი კავშირი კლიენტებთან, მათთვის სიახლეების გაცნობა;
** პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი; 
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00.
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ.#49

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@palitra.ge და "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

Print

« იხ. ყველა სიახლე