2018-05-10

სტაჟირება ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგის განყოფილებაში ასისტენტის პოზიციაზე. BDO

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDO აცხადებს 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგის განყოფილებაში ასისტენტის პოზიციაზე. განიხილებიან მე-3 კურსის სტუდენტებიც; სავალდებულოა თურქული ენის ცოდნა.

სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კადრი დასაქმდება კომპანიაში.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13.05.2018

ფუნქცია/მოვალეობები:
• ბუღალტრული გატარებების წარმოება ადგილობრივ პროგრამაში;
• ინფორმაციის გადამოწმება/დადარება პირველად წყაროსთან;
• სამუშაო ფაილების აწყობა/გადაწყობა/დადარება Excel - ის პროგრამაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან გამოყენებითი მათემატიკის განხრით, განიხილებიან მე-3 კურსის სტუდენტებიც;
• სავალდებულოა თურქული ენის ცოდნა
• სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
• სასურველია რუსული ენის ცოდნა
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ასისტენტი“

Print

« იხ. ყველა სიახლე