2019-12-04

„ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ბაზისბანკი“ ეძებს კადრს, მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
  • საბანკო პროდუქტების პირობების და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა;
  • საბანკო პროდუქტების გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების წარმოება;
  • სწრაფი გზავნილების გატარებები;
  • კლიენტისათვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება;
  • პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
  • უნაღდო კონვერსიები;
  • სალარე და სავალუტო გადარიცხვების მიღება, შემოწმება და შესრულება;
  • ფიზიკური პირების კლიენტების რეგისტრაცია საბანკო პროგრამაში  მიმდინარე და სადეპოზიტო ანგარიშების გახსნა;
  • დისტანციური მომსახურების რეგისტრაცია;
  • სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება და შესაბამისი განყოფილების ინფორმირება.
  • დამტკიცებული სესხის გაცემა;
  • ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
  • დაზიანებული ვალუტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  • ვალუტის ამოცნობის ოპერაციების წარმოება;
  • სხვა მოვალეობები, რომელთა შესრულებაც განისაზღვრება ბანკის შიდა ბრძანებებით,ინსტრუქციებითა და დებულებებით და/ან უფროსის დავალებით.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

 დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს

Print

« იხ. ყველა სიახლე