2020-01-31

კომპანია "გერგილი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე

შპს “გერგილი” წარმოადგენს მრავალპროფილურ საკონსულტაციო ორგანიზაციას, რომელიც მოიცავს შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა (HSE) და ნარჩენების მართვის მიმართულებით საკონსულტაციო სერვისებს: გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადებას, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ESIA) მომზადებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე მოქმედი მოთხოვნების მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის (EMP) შედგენას, გარემოსდაცვითი აუდიტის (EA) ჩატარებასა და პროექტისთვის საჭირო ნებართვებისა და თანხმობების მოპოვებას, ასევე შრომის უსაფრთხოების გეგმის და სხვა კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმეტაციის შედგენასა, შესაბამისი ინსტრუქტაჟების და ინსპექტირების ჩატარებას.

კომპანიის სერვისები, ასევე მოიცავს საგამოცდო ლაბორატორიას, რომელიც უზრუნველჰყოფს გარემოსდაცვითი ნიმუშების ქიმიურ და ბაქტერიოლოგიურ ანალიზებს (სასმელი, ზედაპირული და ჩამდინარე წყლების; ნალექების, ჰაერის, ნიადაგის და ნარჩენების სახიფათოობის განსაზღვრის კუთხით).

შპს "გერგილი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე თბილისის მასშტაბით.

მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ენისა და საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის მართვისა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი
** პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი კომერციული ურთიერთობების აწყობა;
** ახალი კლიენტის სავაჭრო ობიექტის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე კომპანიის სერვისის შეთავაზება/წარდგენა, ფასების გაცნობა და მოლაპარაკებების წარმოება;
** ხელშეკრულების გაფორმების კოორდინაცია და კლიენტებთან მოლაპარაკების წარმართვა;
** კლიენტებისათვის ხელშეკრულებების პირობების დეტალური გაცნობა, შეთანხმება;
** ახალი კლიენტებისათვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება და არსებული კლიენტების მუდმივი ინფორმირება, კომპანიაში შემოსული სიახლეების შესახებ;
** მუშაობის პროცესიდან გამომდინარე, გაყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად, ხელმძღვანელისათვის ახალი იდეებისა და განვითარების გეგმის შეთავაზება;
** რეალიზაციის არხების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.

გრაფიკი: თავისუფალი
ანაზღაურება: ფიქსირებული 200₾ + ბონუსი


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrgergili@gmail.com 
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


Print

« იხ. ყველა სიახლე