2019-11-15

კომპანია კომპანია ბიდიო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პროგრამული პროდუქტი „1C“-ის კონსულტანტის პოზიციაზე

„ბიდიო” არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში წამყვანი მე-3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

ERP-ის კონსულტანტი/სტაჟიორი
BDO-ს ტექნოლოგიურ მიმართულებას ბაზარზე ყოფნის 15 წლიანი ისტორია აქვს და წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების SAP-ის და 1C-ის უმსხვილეს პარტნიორს საქართველოში.


ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი

აღწერა
• პროგრამის ფუნქციონალური ტესტირება
• პროგრამული შეცდომების რეგისტრაცია და დიაგნოსტიკა
• პროგრამის არსებული ფუნქციონალობის დახვეწის ინიცირება
• პროგრამის ტექსტური და აუდიო დოკუმენტაციის მომზადება
• სხვადასხვა პროგრამების მოკვლევა და ანალიზი (მათ შორის უცხოენოვანი)
• სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
• სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება 


მოთხოვნები:

• განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით (დამამთავრებელი კურსი ან კურსდამთავრებულები)
• სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
• ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
• MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა 
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
• გუნდურად მუშაობის უნარი
• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი


ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან ტესტირების და გასაუბრების ეტაპებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge  . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი - 1C ERP“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24.11.2019

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ
Print

« იხ. ყველა სიახლე