2019-06-07

ვაკანსია ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

კომპანია ტელექსი აცხადებს ვაკანსიას  ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ვის  ვეძებთ?
  • ბაკალავრიატის ნებისმიერი პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტს ან კურსთამთავრებულს
  • სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

რას გთავაზობთ?
  • ტრენინგებს
  • საოფისე სამუშაოს
  • ზრდად ანაზღაურებას 
  • სამოტივაციო სქემებს 
  • კარიერის დაწყების და  განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ ატმოსფეროს
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს.

რატომ ტელექსი?
არასრული სამუშაო გრაფიკი (მოქმედებს ცვლიანობის განრიგი. სამუშაო საათები: 10:00 - 16:00; 16:00 - 22:00, კვირაში 6 დღე, 3 დღე დილის ცვლა, 3 დღე საღამოს ცვლა)
შრომის ანაზღაურების პირობა შედგება ფიქსირებული ხელფასისა და ყოველთვიური საბონუსე სქემისგან.  ფიქსირებული ანაზღაურება შეადგენს 300 ლარს.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქუჩა # 86

ძირითადი მოთხოვნები:
  • პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება 
  • კომპანიის მომსაუხრების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება
  • მომხმარებლთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება
  • პოტენციური მომხმარებლების  დაინტერესება, მოზიდვა
  • მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ  
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და  ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა 
  • გაყიდვების გეგმის შესრულება.

  • რომელ უნარებს მივანიჭებთ უპირატესობას?
  • სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • თავაზიანობა და კეთილგანწყობა
  • მოქნილობა, დიპლომატიურობა 
  • მოტივირებულობა, ენთუზიაზმი
  • ორგანიზებულობა 
  • შედეგზე ორიენტირებულობა.


როგორ ხორციელდება  შერჩევა?
  • CV/რეზიუმეების  გადარჩევა
  • სატელეფონო გასაუბრება  და პირისპირ გასაუბრება
  • შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგებს, ჩაერთვებიან მენტორინგის პროგრამაში.

როგორ გამოვაგზავნო რეიზუმე?
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე:  jobs@telex.ge  2019 წლის  30 ივნისის  ჩათვლით.

  
გთხოვთ, თემის ველში აუცილებლად (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:  ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

მეტი ინფორმაციისათვის:
გვესტუმრეთ http://telex.ge/ დაგვიმეგობდრით www.facebook.com/TELex.ge 

Print

« იხ. ყველა სიახლე