2018-04-02

სატელეფონო მრჩეველის ვაკანსია, CSL GEORGIA

"Universal Corporation"-ის პარტნიორი CSL GEORGIA  აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მრჩეველის პოზიციაზე (ვაკანტური ადგილების რაოდენობა 20)

სამუშაოს აღწერა: 
* სატელეფონო შეთავაზებების გაკეთება;
* ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე მაქსიმალური ორიენტირება;
* ახალი მომხმარებლების ბაზაზე მუშაობა;
* უკვე არსებულ მომხმარებლებზე ეფექტური და გეგმაზომიერი მუშაობა;
* შინაგანაწესით განსაზღვრული ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა.

სამუშაო განრიგი:
10:00-16:00 -პირველი ცვლა
16:00-22:00- მეორე ცვლა
შესვენება 30 წუთი.

ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი: 200 ლარი
საბონუსე ანაზღაურება: 
• 1250-5000 ლარამდე პროდუქციის გაყიდვის შემთხვევაში: გაყიდული პროდუქციის 8%- ხელზე ასაღები; 
• 5000-10000 ლარამდე პროდუქციის გაყიდვის შემთხვევაში: 10%, ხოლო ფიქსირებული ხელფასი განისაზღვრება 250 ლარით;
• 10 000 ლარიდან ზევით პროდუქციის გაყიდვის შემთხვევაში: 12%. ხელფასი განისაზღვრება 350 ლარით;
ბონუსის მისაღებად სავალდებულოა შესრულდეს გეგმის 70%. 
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: unicorp.diamonds@gmail.com 10 აპრილამდე და მიუთითეთ სათაურში პოზიციის დასახელება.

Print

« იხ. ყველა სიახლე