2018-04-02

ასისტენტის ვაკანსია რადიოთერაპიის დეპარტამენტში, ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი”

”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი”–ს რადიოთერაპიის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ასისტენტი რადიოთერაპიის დეპარტამენტში.

ძირითადი მოთხოვნები:

სავალდებულოა:
* უმაღლესი სამედიცინო განათლება, ან უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
8 ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე.

სასურველია:
* ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* რუსული ენის ცოდნა;
* სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:
* პაცინეტისთვის ან მისი თანმხლები პირისთვის რადიოთერაპიის პროცედურის მიმდინარეობის დეტალების გაცნობა;
* რადიოდიოთერაპიის პროცედურისთვის პაციენტის მომზადება;
* რადიოთერაპიის პროცედურის მიმდინარეობისას პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი; 
* რადიოთერაპიის პროცედურის ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკური საკითხების მართვა.

პიროვნული თვისებები:
* კომუნიკაბელურობა;
* თავაზიანობა;
* თანაგრძნობის უნარი;
* სტრესულ სიტუაციებში და დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com 2018 წლის 12 აპრილის ჩათვლით და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ასისტენტი რადიოთერაპიის დეპარტამენტში).

Print

« იხ. ყველა სიახლე