2019-12-04

ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ განყოფილებაში



„ბიდიო ლეგალი“ იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურების კომპანია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ განყოფილებაში კლიენტი კომპანიისთვის 
ადგილმდებარეობა ქ. თბილისი
ვაკანსიის დასახელება ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ განყოფილებაში
სამუშაო საათები სრული სამუშაო გრაფიკი, 10:00 – 19:00 სთ, ორშაბათი - პარასკევი  
აღწერა

ფუნქცია/მოვალეობები


• კომპანიისთვის სამართლებრივი მხარდაჭერა
• შეთანხმებების / აქტების / ხელშეკრულების შედგენა/რედაქტირება/თარგმნა
• კომპანიის  წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა საერთო სასამართლოების სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე
• სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება/სამართლებრივი ანალიზი/რედაქტირება/თარგმნა
• საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და მათთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
• უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება



მოთხოვნები:

• უმაღლესი იურიდიული განათლება
• ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის, მათ შორის სამეწარმეო, საპროცესო და შრომის მიმართულების მაღალ დონეზე ცოდნა 
• იურიდიული მიმართულებით მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება 
• ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, როგორც ვერბალურ, ისე წერით ნაწილში
• რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად



დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟირება იურისტი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12.12.2019


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.


Print

« იხ. ყველა სიახლე