2018-02-27

იურისტის ასისტენტის ვაკანსია, კარფური

კარფური აცხადებს ვაკანსიას იურისტის ასისტენტის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ვადა: 01.03.2018
ფუნქცია-მოვალეობები:
• დოკუმენტების ორგანიზება/ დახარისხება;
• ხელშეკრულებების შედგენა / შემოწმება / გამზადება ხელმოსაწერად, ქართულ და ინგლისურ ენაზე;
• საჯარო და სამეწარმეო რეესტრთან ურთიერთობა, საჭიროების შემთხვევაში;
• ოფიციალური წერილების თარგმნა ქართულიდან ინილისურ ენაზე, და პირიქით;
• სახელმწიფო/ადმინისტრაციულ ორგანოებთან კორესპონდენციის წარმოება, საჭიროების შემთხვევაში.

ექვემდებარება:
კომპანიის მთავარ იურისტს

მოთხოვნები:
• იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ახალკურსდამთავრებული, ან მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი კერძო სამართლის მიმართულებით;
• აუცილებელია მცირე სტაჟირების ან პრაქტიკის გამოცდილება, სასურველოა სამუშაო გამოცდილება;
• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი)
• ორგანიზებულობა და მოტივაცია.

ანაზღაურება:
500-1000 ლარი, კომპეტენციის მიხედვით
ადგილმდებარეობა:
ისანი, ნავთლუღის 8ა;
სამუშაო საათები:
09:00 – 18:00 შაბათ-კვირის გარდა;

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გადააგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: kuglava@mafcarrefour.com. სათაურის ველში მიუთითეთ „იურისტის ასისტენტი“.

Print

« იხ. ყველა სიახლე