2019-09-05

სტაჟირება სტუდენტებისათვის თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის პროექტზე

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ფარგლებში, ცხადდება ვაკანსია მოხალისე სტაჟიორის პოზიციაზე.

სტაჟირების ხანგრძლივობა - 2 თვე.

ძირითადი მოვალეობები:

✔ სხვადასხვა მონაცემის დახარისხება, დაჯგუფება და Excel-ში გადატანა;
✔გარე სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება ყოველდღიურ რეჟიმში;
✔სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება

განათლება და უნარები:

✔საოფისე პროგრამების ცოდნა;
✔გუნდური მუშაობის უნარი;
✔ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
✔ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კარგი უნარი.

➡სასურველ კანდიდატებად მიიჩნევიან სტუდენტები საზოგადოებრივი აზრის კვლევის სფეროდან.
სტაჟირების დასრულების შემდეგ, გაიცემა სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: Chumburidze.t@gmail.com არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 სექტემბრისა.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მოხალისე სტაჟიორი. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
Print

« იხ. ყველა სიახლე