2019-09-05

კომპანია ბიდიო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას უმცროსი პროგრამისტის პოზიციაზე

კომპანია ბიდიო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას  უმცროსი პროგრამისტის  პოზიციაზე

„ბიდიო” არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში წამყვანი მე-3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
 
უმცროსი პროგრამისტი (სტაჟიორი)

აღწერა
BDO-ს ტექნოლოგიურ მიმართულებას ბაზარზე ყოფნის 15 წლიანი ისტორია აქვს და წარმოადგენს  პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების SAP-ის და 1C-ის უმსხვილეს პარტნიორს საქართველოში.

პროგრამა ბალანსი წარმოადგენს ბიზნეს პროცესების აღრიცხვის გამარტივებისათვის საუკეთესო პროგრამული გადაწყვეტის გზას საშუალო ბიზნეს სექტორში.

სამუშაო საათები
სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი
 
ხანგრძლივობა 
3 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

ფუნქცია/მოვალეობები

• 1С:Enterprise 8 პლატფორმის გამოყენებით Windows, Web და Mobile აპლიკაციების შექმნაში მონაწილეობის მიღება
• სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
• სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება 



მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში (განიხილებიან მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებიც)
• ობიექტზე ორიენტირებული რომელიმე პროგრამული ენის ცოდნა
• მონაცემთა ბაზების კომპიუტერული ენის SQL-ის ცოდნა
• სასურველია .net Framework-ის ცოდნა
• სასურველია MS SQL სერვერის ადმინისტრირების ცოდნა
• რუსული ენის ცოდნა (ტექსტის გარჩევა), ინგლისური ენის  ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
• MS Office-ის პროგრამების ცოდნა 
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
• გუნდურად მუშაობის უნარი
• პასუხისმგებლობა
• დეტალებზე ორიენტირებული
 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „უმცროსი პროგრამისტი (სტაჟიორი)“ 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13/09/2019



ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

I ტესტირება 
II გასაუბრება


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

Print

« იხ. ყველა სიახლე