2018-03-16

ზოგადი უნარების პედაგოგის ვაკანსია, სასწავლო ცენტრი “Free Academy”

სასწავლო ცენტრი “Free Academy” აცხადებს ზოგადი უნარების პედაგოგის ვაკანსიას. სავალდებულოა უმაღლესი განათლება მათემატიკის სპეციალობით (შესაძლებელია მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებისთვისაც, ვისაც სწავლების გამოცდილება აქვს).

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25.03.2018

თავისუფალი აკადემია არის კვალიფიციური მოსამზადებელი ტრენინგ ცენტრი, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ხარისხიანი განათლების ურუნველყოფა. სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მომზადება სხვადასხვა სასწავლო საგნებში. აბიტურიენტ თა მომზადება ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამასა და მოთხოვნებს. სწავლა მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებისა და ინდივიდუალური მიდგომების გამოყენებით.

ძირითადი მოვალეობები: 
• X-XII კლასის სილაბუსის წარდგენა:
• X-XII კლასის საპროგრამო მასალის სწავლება;
• საატესტატო და ეროვნული გამოცდებისათვის მომზადება
• მონაწილეობა აკადემიის ღონისძიებებში, პროგრამებსა და პროექტებში;
• დამატებითი გაკვეთილების ჩატარება;
• თემატური კლუბების ორგანიზება და წარმართვა;
• მუდმივი პროფესიული განვითარება.
• ბავშვების დასწრების აღრიცხვა
• ჯგუფების შედგენა
• გაკვეთილების განრიგის შედგენა. 
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება მათემატიკის სპეციალობით
• აბიტურიენტებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
• მუდმივი პროფესიული განვითარება.
• კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის ბრწყინვალე უნარი; 
• თანამედროვე მეთოდების მოძიებისა და მათი სამუშაო პრაქტიკაში გამოყენების უნარები.
საჭირო საბუთები:
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთების ასლები;
• პედაგოგიკაში განვლილი ტრენინგის დამადასტურებელი მოწმობა;
• რეზიუმე (CV);

პედაგოგის შრომითი ანაზღაურება დაანგარიშდება ჩატარებული გაკვეთილებიდან გამომდინარე.(საათობრივად)
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 
პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV საფუძველზე.
მეორე ეტაპზე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და ჩაატარებენ საჩვენებელ გაკვეთილს.
 
დაინტერესებულმა პირებმა,გთხოვთ,გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: freeacademyrecruiting@gmail.com 
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 

Print

« იხ. ყველა სიახლე