2019-11-20

სტაჟირების პროგრამები NGT Group-ში

NGT ჯგუფი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, სწრაფად მზარდი, ინოვაციური, IT ინტეგრატორი კომპანიაა, რომელსაც წარმოადგენს მოტივირებული, მიზანდასახული და სიახლეების მოყვარული პროფესიონალების გუნდი.
სტაჟირება ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის (Robotic Process Automation) ჯგუფში 
განკუთვნილია  პროგრამული ინჟინერიის  III- IV კურსის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის, რომელსაც აინტერესებს „Robotic Process Automation”(RPA) მიმართულება და აქვს საბაზისო ცოდნა და გამოცდილება პროგრამირების რომელიმე ენაში.
სტაჟირება ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე -განკუთვნილია  ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების   IV კურსის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური ანალიტიკა და BI (Business Intelligence).
სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით -განკუთვნილია  ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის   IV კურსის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის, რომელთა პრიორიტეტებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში მუშაობა თუ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან კოლაბორაციაა.

რას ვთავაზობთ სტუდენტებს:
 პრაქტიკული ტრენინგები და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება;
 შემდეგი თაობის ტექნოლოგიებთან შეხება;
 კვალიფიციურ სპეციალისტებთან მუშაობა და გამოცდილების გაზიარება;
 მოქნილი სამუშაო საათები;
 ანაზღურებადი სტაჟირება -საწყის ეტაპზე  400 (net) ლარი;

დაინტერესებულმა სტუდენტებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@next-gt.com  6 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ „Internship”.  



„ენ ჯი თი ჯგუფი“ პროფესიონალთა გუნდში სამუშაოდ იწვევს Junior Java დეველოპერს.

“ენ ჯი თი ჯგუფი” წარმოადგენს 10 წლიანი გამოცდილების მქონე და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად აითი ინტეგრატორ კომპანიას. ჩვენი დამკვეთები არიან მსხვილი და საშუალო ორგანიზაციები საფინანსო, სახელმწიფო და სამედიცინო სექტორიდან. კომპანია წარმოადგენს საქართველოში 30 მდე საერთაშორისო კლასის ვენდორს, რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში. 
კომპანია გთავაზობთ კარგ სამუშაო გარემოს და პროფესიულ განვითარებას. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ, მეგობრულ და მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.


Print

« იხ. ყველა სიახლე