2018-03-16

სტაჟირება, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური

პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების და სრულყოფის მიზნით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (saras.gov.ge) დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სამთვიან პრაქტიკას აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმებისთვის, სუბიექტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევის მიმართულებით აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტში.

სამსახურის შესახებ: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას. სამსახური ჩამოყალიბდა 2016 წლის 25 ივნისს და მას ხელმძღვანელობენ საერთაშორისო გამოცდილებისა და რანგის ექსპერტები, ისეთი კვალიფიკაციით როგორიცაა ბრიტანული ACCA, ამერიკული CFA და CPA. 
პრაქტიკის შესახებ: პრაქტიკანტს საშუალება ექნება იმუშაოს უშუალოდ დეპარტამენტის ვებგვერდისა და რეესტრების წარმოების მიმართულებით კონსულტაციებში ჩართულ სპეციალისტებთან. პრაქტიკანტი აქტიურად ჩაერთვება აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული პირებისათვის სარეგისტრაციო წარმოებასთან და სუბიექტებისთვის ფინანსური ანგარიშგებების წარდგენის პროცესთან დაკავშირებული კონსულტაციების გაცემის პროცესში. საშუალება ექნება გაეცნოს აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების რეესტრის მართვასა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენა / გასაჯაროებასთან დაკავშირებულ ბიზნესპროცესებს, მონაცემების შეგროვების, წესების შემუშავება-განახლების და რეესტრების წარმოების პროცესს. აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საგანმანათლებლო ვიდეოების შემუშავებასა და დეპარტამენტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა სამუშაოებში. 
მოთხოვნები : 
• იურიდიული ან ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-2, მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;

შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: 
• „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესის დამტკიცების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-3, ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-9, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანება, აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებითი პირობების და სადაზღვევო თანხის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 17 ოქტომბრის N12 ბრძანება. 
• განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-13, 
• სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-15, პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-16. 
• ინგლისური ენის ცოდნა; 
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (აუცილებელია, Microsoft office Word, Internet/ Web Browser)

უნარ-ჩვევები: 
• კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი; 
• ანალიზის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა; 
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
• ადაპტაციის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი; 
• მიზანდასახულობა;
• კრეატიულობა/ინოვაციურობა;
• სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
• შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
• არგუმენტაციის უნარი.

კანდიდატების შერჩევა ჩატარდება 2 ეტაპად: 
1. განაცხადების გადარჩევა (იხ. სააპლიკაციო ფორმა - 
https://goo.gl/forms/PnVoPjKB3o8N51u33 )
2. გასაუბრება;
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (cv) მისამართზე: T.Tsulaia@saras.gov.ge არაუგვიანეს 2018 წლის 31 მარტისა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სამსახურის ვებ-გვერდს:https://www.saras.gov.ge/

Print

« იხ. ყველა სიახლე