2018-04-18

უმცროსი იურისტის ვაკანსია, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDO

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDO, აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე

ფუნქცია/მოვალეობები:

• კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერა
• ხელშეკრულების შედგენა/რედაქტირება/თარგმნა
• კომპანიის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციასა და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში
• სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება/სამართლებრივი ანალიზი/რედაქტირება/თარგმნა
• კომპანიის თანამშრომლების კონსულტირება სამართლებრივ საკითხებში
• საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და მათთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
• უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი იურიდიული განათლება
• ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის, მათ შორის სამეწარმეო, საპროცესო და შრომის მიმართულების მაღალ დონეზე ცოდნა (აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
• იურისტად მუშაობის მინიმუმ 1,5 წლიანი გამოცდილება
• სასამართლოში წარმომადგენლობის და დავათა წარმოების გამოცდილება
• ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება
• ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, როგორც ვერბალურ, ისე წერით ნაწილში
• რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „უმცროსი იურისტი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 22.04.2018

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ჩვენს ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით, რათა სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. გთხოვთ, მოგვწეროთ, თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობას.

Print

« იხ. ყველა სიახლე