2018-02-07

მარკეტინგის სპეციალისტის ვაკანსია, კომპანია ვაბაკო

ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების და კურსდამთავრებულების საყურადღებოდ! 
ვაბაკო აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ვადა: 28.02.2018

ვაბაკო სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ მარკეტინგის სპეციალისტს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

ძირითადი მოვალეობები:
● Facebook-ზე რეკლამის განთავსება;
● რეკლამების განთავსება Google AdWords-ის გამოყენებით; 
● ციფრულ არხებში (Facebook, LinkedIn, Web) განსათავსებელი ინფორმაციის შექმნა;
● ინფორმაციის განთავსება კომპანიის Facebook და Linkedin გვერდებზე;
● ინფორმაციის განთავსება კომპანიის ვებგვერდზე;
● აუდიტორიასთან კომუნიკაცია კომპანიის Facebook გვერდზე;
● პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ მარკეტინგული მასალების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
● ბაკალავრის ხარისხი (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბიზნეს ადმინისტრირებაში.

პირობები:
● სამუშაო გრაფიკი - კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
● ანაზღაურება - საწყისი/პირველი ბიჯი - 550 ლარი ხელზე, მეორე ბიჯი - 750 ხელზე, მესამე ბიჯი - 1,000 ლარი ხელზე.
● ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Marketing Specialist.

Print

« იხ. ყველა სიახლე